სათვისტომოს ისტორია

დღევანდელი მონაცემებით, ესტონეთში ცხოვრობს დაახლოებით 500-მე ქართველი. პირველი ქართველი ესტონეთის მიწა-წყალზე დარეგსტრირებულია მე-19 საუკუნის შუა პერიოდში. ეს იყო პირველი ქართველი სტუდენტი ტარტუს უნივერსიტეტში, ბატონი ზურაბ აბდუშელიშვილი. ამის შემდგომ ქართველების რაოდენობა ესტონეთში ნელ-ნელა იზრდებოდა და შედეგად 1890 წელს ტარტუში ჩამოყალიბდა ქართველების პირველი გაერთიანება. 1889 წლის 14 თებერვალს ამ გაერთიანების პირველი საღამო შედგა. იგი ჩატარდა ტარტუს უნივერსიტეტში. ამ საღამოს სულისჩამდგმელი იყო პროფესორი ლენხარდ მაზინგი.

რაც შეეხება უახლოეს პერიოდს,პირველი ქართული სათვისტომო ორგანიზაცია ესტონეთში შეიქმნა 1989 წელს. ბატონმა ვალდიმერ ჟურიარმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია “ივერია”, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ბატონი ვალდიმერი კი ქართული სათვისტომო ორგანიზაციების გაერთიანება “ქართული სახლი”-ს გამგეობის წევრია. შემდგომ, უკვე 1997 წელს, ლერი ჯაფარიძის, იაშა ყურშუბაძის, და ედნარ ბოლქვაძის ინიციტივით ჩამოყალიბდა ესტნურ-ქართული ორგანიზაცია “მამული”. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ფილიალების შექმნას ესტონეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ორგანიზაციას ერთი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა ბატონი ლერი ჯაფარიძე, ხოლო 1998 წლიდან მისი თვამჯდომარე გახდა ბატონი იაშა ყურშუბაძე. ამავე პერიოდს უკავშირდება ქართული ხალხური ანსამბლი “მამული”-ს ჩამოყალიბება. მის სათავეებთან იდგნენ ბატონები გივი მამუჩარაშვილი, გივი კააძე და გიორგი ძმანაშვილი. შეიქმნა პირველი სპორტული ჯგუფი, ბატონი იმედა კიკეიშვილის ხელმძღვანელობით. ცხადია, ესტონეთში ქართულმა სამზარეულომაც ღირსეული ადგილი დაიკავა – ტალინში მეტად პოპულარულია ქართული რესტორნები “ფიროსმანი” და “სულიკო”. იყო პერიოდი როდესაც ქართული სათვისტომო გამოსცემდა თავის ჟურნალს.

2009 წელს გადაწყდა რომ სხვადასხვა ქართული ორგანიზაციები გაერთიანებულიყვნენ ერთ ჭერ ქვეშ. ასე შეიქმნა ორგანიზაცია “ქართული სახლი”

2009 – 2016 წლებში ორგანიზაცია “ქართული სახლის” თავმჯდომარე იყო ქალბატონი მაკა სახეჩიძე. ქალბატონი მაკა პროფესიით ფილოლოგია. მისი აქტიური მოღვაწოების შედეგად, ესტონეთს საქართველოდან ესტუმრა კულტურის მრავალი მოღვაწე, ჩატარდა რამდენიმე გამოფენა და თემატიკური საღამოები. ამავე პერიოდში ტალინში დაიწყო ფუნქიციონირება საკვირაო სკოლამ, სადაც აქ მცხოვრები ბავშვები ქართულ ენას ეუფლებოდნენ. დღეს ამ კეთილშობილურ საქმეს აგრძელებს ქალბატონი ქეთევან ფალელაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ქართულ სკოლას-“ბაგრატი”.

2016 წლის აპრილიდან, სათვისტომოს ჰყავს ახალი თავმჯდომარე, ბატონი ზაზა წერეთელი. იგი პროფესიით ექიმია, მედიცინის მეცნიერებატ დოქტორი. ბოლო 8 წელია იგი ნორვეგის სამეფოს ჯან.დაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველია.

სათვისტომო ცდილობს თავის საქმიანობაში ჩააბას ის ქართველი ახალგაზრდობა, რომელიც სასწავლებლად ჩამოდის ესტონეთში. ამავდროულად სათვისტომო აქტიურად თანამშრომლობს სხვა სათვისტომოებთან და ესტონურ ორგანიზაციებთან. მთავარი მიზანია, ქართული კულტურის გაცნობა, ქართველ და ესტონელ ხალხს შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერება. ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს ესტონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არენაზე და ყველა მისი წამოწყების ძლიერი მხარდამჭერია. ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო იზრდება სათვისტომოს როლი და მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სახესი შორეულ ჩრდილოეთში. “ქართული სახლი” ასევ აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის სამინისტროსთან და საქართველოს საელჩოსთან ესტონეთში. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იმის იმედს იძლევა ,რომ ქართული სათვისტომო მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებას განახორციელებს.

“ქართული სახლი” – ასევე დაუკავშირდა ლიტვასა და ლატვიაში არსებულ სათვისტომოებს და შესთავაზა საერთო შეხვედრის ან ყრილობის ჩატარება. საუბრები ამის შესახებ ახლა იწყება და ვიმედოვნებთ, რომ ბალტიისპირეთის ქართველობა შეძლებს შეხვედრას და საერთო პროექტების განხორციელებასაც.