25 აგვისტოს ღონისძიება კივიოლიში

 

2018 წლის 25 აგვისტოს ესტონეთის ქართულმა სათვისტომომ “ქართული სახლი” აღნიშნა სოხუმის  და აფხაზეთის ტრაგედიის 25 წლისთავი.  25 წლის წინ,  1993 წლი 27 სექტემბერს,  ქართველებმა სოხუმი  იძულებით დატოვეს.

ესტონეთის ქართული სათვისტომოს “ქართული სახლი”-ს ინიციატივით და მოპატიჟებით, 25 აგვისტოს ღონისძიებას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ელგუჯა გვაზავა, რომელმაც სიტყვით მიმათა დამსწრე საზოგადოებას და შეხვედრის შემდგე დიდხანს ესაუბრა თავის თანამემამულეებს.

ღონისძიება კი დაიწყო ქართველი და ესტონელი პატარების ამხანაგური შეხვედრით ფეხბურთში. ეს ის ქართველი პატარები არიან, რომლებიც ესტონეთში დაიბადნენ და არ უნახიათ თავისი აფხაზეთი. ამხანაგური მატჩის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო მედალი, რომელზეც ერთიანი საქართველოს რუქაა გამოსახული  და აქვს წარწერა – “აფხაზეთი საქართველოა” .  მატჩის შემდეგ გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები ტაე-კვანდოსა და ძიუდოში, რომელშიც ასევე ქართველმა და ესტონელმა ბავშებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამის შემდეგ, ღონისძიებამ გადაინაცვლა სააქტო დარბაზში.  მონაწილეებს წარმოუდგინეს მოკლე დოკუმენტური ფილმი 1992-1993 წლის საომარი მოქმედებების და ტრაგედიის შესახებ.  რის შემდეგაც იქ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ბატონმა ზაზა წერეთელმა, ქ.კივიოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ბ-ნმა რისტო ლინდბერგმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნა ელგუჯა გვაზავამ, ესტონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ქ-ნმა თეა ახვლედიანმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა მარტ შულტცმა,  და აფხაზეთიდან იძულებით წამოსულმა ესტონეთში მცხოვრებმა ქართველებმა.  ყველა გამომსვლელმა დიდი გულისტკივილით გაიხსენა 92-93 წლის მოვლენები, კიდევ ერთხელ პატივი მიაგო იქ დაღუპულებს და ხაზი გაუსვა რომ ორივე ქვეყანა, საქართველო და ესტონეთი გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის რომ საქართველომ დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა.  როგორს თავის სიტყვაში, სათვისტომოს თავმჯდომარემ ბ-ნა ზაზა წერეთელმა აღნიშნა , მას და ყველა ქართველს სწამს რომ აფხაზეთის დატოვება  არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და რომ ადრე თუ გვიან დადგება  ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც.