შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან

 

11-14 აპრილს ტალინს სტუმრობდა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები ესტონეთში ქართული დიასპორული ასოციაციის, “ქართული სახლი”-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სათვისტომოს წარმომადგენლებმა პარალმენტარებს მათი საქმიანობა და დაგეგემილი ღონისძიებები გააცნეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო ურთიერთობაზე შეთანხმდნენ . “ქართული სახლის” თავმჯდომარემ ზაზა წერეთელმა, საპარალმენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ქ.ნ ნინო წილოსანს სამახსოვროდ “ქართული სახლის” დროშა გადასცა.