ესტონეთში ქართული სათვისტომოს საიუბილეო საღამო

 

წელს სრულდება 20 წელი, ესტონეთში ქართული სათვისტომოს დაარსებიდან.  ამასთან დაკავშირებით გადაწყდა გაიმართოს საზეიმო საღამო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად თვალს გადავავლებთ განვლილ წლებს და ვისაუბრებთ მომავალზე.  ღონისძიების ბოლოს გაიმართება საზეიმო კონცერტი და მიღება.  ღონისძიება გაიმართება ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.