“ქართული სახლი” -ს 2016 წლის მოღვაწეობის ანგარიში

 

2016 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა ესტონეთში არსებული ქართული დასიპორული ორგანიზაციეის გაერთიანების “ქართული სახლი”-ს წლის შემაჯამებელი კრება.  კრებაზე გაერთიანების თავმჯდომარის, ბ-ნ ზაზა წერეთელის მიერ წარმოდგენილი იქნა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების წლიური ანგარიში

წლიური ანგარიში, მოიცავს პერიოდს 2016 წლის მაისი – დეკემბერი

  1. აგვისტო. შეიქმნა ვებ გვერდი – https://www.gruusiamaja.ee/?cat=1, ოთხ ენაზე, თავისი ფოტო გალერეით
  2. აგვისტო – ახალციხის უნივერსიტეტის ჟურნალმა დაბეჭდა სტატია “ქართული სახლი”-ს შესახებ
  3. აგვისტო – “ქართული სახლი”-ოფიციალურად დარეგისტრირდა დიასპორის სამინისტროს ვებ გვერდზე. დიასპორული ჟურნალის რამოდენიმე ნომერში იყო სტატიები “ქართული სახლი”-ს ღონისძიებების შესახებ
  4. სექტემბერში ჩატარდა ღონისძიება კივიოლიში, სადაც სტუმრად გვყავდა აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე.  გამართა ფოტო გამოფენა, რომელიც ჩამოიტანეს ლატვიიდან.  ღონისძიება გაშუქდა, რადიოს და პრესის საშუალებით
  5. ოქტომებრი, ჩატარდა კრება სადაც ასაკოვან წვერებს გადაეცა სამადლობელო დიპლომები დიასპორის სამინისტროდან (წარდგინება გაკეთდა ‘ქართული სახლი”-ს სახელით)
  6. ნოემბერი, ჩატარდა ლექცია სტუდენტებისათის, ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში.  თემა – შიდსის სიტუაცია ესტონეთში
  7. შედგა შეხვედრები კულტურის სამინისტროსა და ინტეგრაციის და მიგრაციის ფონდის წარმომადგენლებთან.  ამ ორგანიზაციებმა გაიგეს ქართული სათვისტომოს არსებობის შესახებ.  “ქართული სახლი” შეიყვანეს მათი მიმოწერის სიაში და ასევე კულტურის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში
  8. საქართველოს საელჩოს დახმარებით გაიმართა შეხვედრები ტალინის მერიის წარმომადგენლებთან შესაძლო საოფისე ფართის შესახებ(შეღავათიანი პირობებით)
  9. დაიწყო მოლაპარაკებები ტალინში არსებულ გუნდთან, მომავალი წლის 26 მაისი ღონისძიებასთან დაკავშირებით. ქართულ ხალხურ სიმღებეს შეასრულებენ, ანსამბლ “მამულთან” და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად

10. დაისახა გეგმები ეტონეთის 100 წლისთავისათის მიძღვნილი ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად (საფეხბურთო მატჩი)

11. აქტიურად ამუშავდა ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდი

12. მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო პროექტზე საბაზისო დაფინანსებისათვის და ასევე ქართული საკვირაო სკოლის “ქართული სახლი”ს ჭერქვეშ გადმოტანაზე

13. დამყარდა მჭიდრო კონტაქტები საქართველოს დაისპორის სამინისტროსთან და ასევე პარლამენტის კომიტეტთან რომელიც დიასპორულ საკითხებზე მუშაობს

14. დამყარდა კონტაქტები ლიტვის და ლატვიის დიასპორულ ორგანიზაციებთა