თბილისში დიასპორული ფორუმი 2019 ჩატარდა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომდიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს “ძლიერიდიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“   უმასპინძლა.  ფორუმზე მოხსენება გააკეთა ესტონეთის ქართული სათვისტომოს „ქართული სახლი“ გამგეობის წევრმა, ბ-ნი ზაზა წერეთელმა.  მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ქართული სახლი“-ს მოღვაწეობა, მომავალი გეგემები და ასევე შესთავაზა ინიციატივა ქართული სათვისტომოების მსოფლო კონგრესის ჩამოყალიბების შესახებ.ბ-ნი ზაზა ასევე შეხვდა და გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.

ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა, მიზნად ისახავდაუცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაში, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განხორციელდა, მონაწილებდნენ საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და საჯარო უწყებების წარმომადგენლები და ფორუმის მონაწილეები, მათ შორის დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.