9 აპრილის ღონისძიება

 

საქართველოს საელჩოსა და ესტონეთში ქართული დიასპორული ქოლგა ორგანიზაციის „ქართული სახლი“ ერთობლივი ორგანიზებით, ტალინში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობაში 16 აპრილს შედგა, სადაც მოწვეულ სტუმრებს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო გამოფენის დათვალიერების, ისევე როგორც აღნიშნულ თემაზე მომზადებული ვიდეო მასალის გაცნობის საშუალება მიეცათ.  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რეპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლემბიტ უიბომ, დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლის“ წარმომადგენელმა იაშა ყურშუბაძემ, ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კეიტ კასემეტსმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები