გიორგობის დღესასწაული

 

2018 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა საეკლესი ღონისძიება მიძღვნილი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი.  წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი.

საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.  სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის სტოკჰოლმიდან ჩამოვიდა მამაო შიო ბიწკინაშვილი, რომელმაც საზეიმო წირვა ჩაატარა ქალაქ ტალინის წმინდა სიმონის და ანას სახელობის ეკლესიაში.