სტუმრად რადიო 4-ში.

 

ესტონეთის რადიო 4 – ს გადაცემა მიეძღვნა ქართულ კულტურას და დამწერლობას

გადაცემა ქართულ კულტურაზე

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში

 

შაბათს, 27 იანვარს, ჩატარდება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესტონეთსი ქართული სათვისტომოს “ქართული სახლი” და დანია-ესტონეთის სავაჭრო პალატის საფეხბურთო გუნდები. შეხვედრა დაიწყება 16.30 და შედგება კოტკას გადახურულ სტადიონზე (linnu tee5).

შეხვედრა ესტონეთის პრემიერ მინისტრთან

 

2018 წლის 9 იანვარს, ესტონეთის პრემიერ მინისტრის ინციატივით გაიმატა შეხევდრა ესტონეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებების სათვისტომოების ხელმძღვანელებთან.  შეხევდრას ესწრებოდა “ქართული სახლი”-ს თავმჯდომარე, ბ-ნი ზაზა წერეთელი.  » ვრცლად

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში

25 ოქტომბერს “ა ლე კოკის” გადახურულ სტადიონზე შედგა ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის სათვისტომოების საფეხბურთო გუნდებს შორის.  შეხვედრა დასრულდა უკრაინის ნაკრების გამარჯვებით 3-1. გამოითქვა სურვილი რომ ანალოგიური შეხვედრა ჩატარდეს ვილიანდისა და ტარტუშიც.  გუნდის ხელმძღვანელობა შეთანხმდა გაგრძელოს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით

შეხვედრა ესტონეთში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლებთან

 

2017 წლის 21 ოქტომებრს, “ქართული სახლი”-ს ინიციატივით შედგა შეხვედრა ესტონეთში არსებული უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლებთან.  ორი ორგანიზაციის გამგეობის წევრები შეიკრიბნენ უკრაინის კულტურულ ცენტრში. შეხვედრაზე განიხილეს ორ სათვისტომოს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები » ვრცლად

საფეხბურთო მატჩი

 

ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია ესტონეთის ქართული სათისტომოს საფეხბურთო გუნდისა და ტარვასტუს (Tarvastu) მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ამხანაგური შეხევდრა.  შეხვედრა გაიმართება, 1 ივლისს.  დასაწყისი 4 საათზე. » ვრცლად

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი 1918), ესტონეთში არსებულ ქართულ სათვისტომო ორგანიზაციას “ქართული სახლი”, პატივი აქვს დაგპატიჟოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე.  კონცერტი გაიმართება ესტონეთის ისტორიის მუზეუმში, (პიკი 17, ტალინი) კვირას, 28 მაისს, 18:00 საათზე,

კონცერტის ორგანიზებულია კალევეს კამერული გუნდთან (Kalevi Kammerkoor) და ქართული სახალხო ანსამბლ მამულთან თანამშრომლობით.  კონცერტის ჩატარებაში ფინანსურად გვეხმარება ქ. ტალინის მერია

 

http://huvi.tallinn.ee/uritus/sopruse-100-aastat#

ეროვნულ უმცირესობათა სამზარეულოს დღე

1 აპრილი, 2017, 13:00 საათზე, ესტონეთის ღია მუზეუმი

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები გააცნობენ სტუმრებს თავიანთ სამზარეულოს, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულადაც. ქართველები,მოლდოველები, უკრაინელები და უდმურტები მოუთხრობენ იქ მყოფებს თავიანთი სამზარეულოს თვისებების და ისტორიის შესახებ.

» ვრცლად

“ქართული სახლი” -ს 2016 წლის მოღვაწეობის ანგარიში

 

2016 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა ესტონეთში არსებული ქართული დასიპორული ორგანიზაციეის გაერთიანების “ქართული სახლი”-ს წლის შემაჯამებელი კრება.  კრებაზე გაერთიანების თავმჯდომარის, ბ-ნ ზაზა წერეთელის მიერ წარმოდგენილი იქნა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების წლიური ანგარიში

» ვრცლად

ესტონეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, შაბათს, ესტონეთის ქალაქ კივილიში, ესტონეთში ქართული სათვისტომო ორგანიზაცია “ქართული სახლი”-ს ინიციატივით და ხელშეწყობით გაიმართა ღონისძიება რომელიც სოხუმის დაცემას და აფხაზეთის ტრაგედიას მიეძღვნა. » ვრცლად