25 აგვისტოს ღონისძიება კივიოლიში

 

2018 წლის 25 აგვისტოს ესტონეთის ქართულმა სათვისტომომ “ქართული სახლი” აღნიშნა სოხუმის  და აფხაზეთის ტრაგედიის 25 წლისთავი.  25 წლის წინ,  1993 წლი 27 სექტემბერს,  ქართველებმა სოხუმი  იძულებით დატოვეს.

» ვრცლად

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

2018 წლის 26 მაისს, ესტონეთში ქართულმა სათვისტომო ორგანიზაციამ “ქართული სახლი” იზეიმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ესტონეთის კულტურის სამინისტროსა და ინტეგრაციული ფონდის მიერ.

» ვრცლად

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიება

 

წელს 26 მაისს  სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესტონეთში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართული სახლი” გეგმავს საზეიმო ღონისძიების ჩატარებას ქ.ტალინში, ა.წ 26 მაისს.

» ვრცლად

“ქართული სახლი”-ს საერთო კრება

 

31 მარტს ჩატარდა ქართული სათვისტომო ორგანიზაცია “ქართული სახლი”-ს საერთო კრება.  ორგანიზაციამ მიიღო საბაზისო დაფინანსება მომავალ 3 წლისათვის ესტონეთის ინტეგრაციის ფონდიდან.  კრებაზე განხილული იქნა ამ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები.

» ვრცლად

ამხანაგური მატჩი ფეხბურთში

 

 

შაბათს, 17 მარტს, ესტონეთის ქართული სათვისტომოს საფეხბურთო გუნდმა ჩაატარა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.  ჩვენი გუნდის მეტოქე იყო შვედეთის სავაჭრო პალატის გუნდი.  დაძაბული შეხვედრა დამთავრდა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 10-6.  » ვრცლად

სტუმრად რადიო 4-ში.

 

ესტონეთის რადიო 4 – ს გადაცემა მიეძღვნა ქართულ კულტურას და დამწერლობას

გადაცემა ქართულ კულტურაზე

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში

 

შაბათს, 27 იანვარს, ჩატარდება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესტონეთსი ქართული სათვისტომოს “ქართული სახლი” და დანია-ესტონეთის სავაჭრო პალატის საფეხბურთო გუნდები. შეხვედრა დაიწყება 16.30 და შედგება კოტკას გადახურულ სტადიონზე (linnu tee5).

შეხვედრა ესტონეთის პრემიერ მინისტრთან

 

2018 წლის 9 იანვარს, ესტონეთის პრემიერ მინისტრის ინციატივით გაიმატა შეხევდრა ესტონეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებების სათვისტომოების ხელმძღვანელებთან.  შეხევდრას ესწრებოდა “ქართული სახლი”-ს თავმჯდომარე, ბ-ნი ზაზა წერეთელი.  » ვრცლად

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში

25 ოქტომბერს “ა ლე კოკის” გადახურულ სტადიონზე შედგა ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის სათვისტომოების საფეხბურთო გუნდებს შორის.  შეხვედრა დასრულდა უკრაინის ნაკრების გამარჯვებით 3-1. გამოითქვა სურვილი რომ ანალოგიური შეხვედრა ჩატარდეს ვილიანდისა და ტარტუშიც.  გუნდის ხელმძღვანელობა შეთანხმდა გაგრძელოს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით

შეხვედრა ესტონეთში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლებთან

 

2017 წლის 21 ოქტომებრს, “ქართული სახლი”-ს ინიციატივით შედგა შეხვედრა ესტონეთში არსებული უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლებთან.  ორი ორგანიზაციის გამგეობის წევრები შეიკრიბნენ უკრაინის კულტურულ ცენტრში. შეხვედრაზე განიხილეს ორ სათვისტომოს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები » ვრცლად