Archive for zaza

ქართული ლიტერატურის საღამო

 

4 ოქტომებრს ესტონეთის ქართულმა სათვისტომომ  “ქართული სახლი” ქ. ტალინში ბიბლიოთეკა “Kannukuke”- ში ჩაატარა ქართული ენის საღამო.

» ვრცლად

25 აგვისტოს ღონისძიება კივიოლიში

 

2018 წლის 25 აგვისტოს ესტონეთის ქართულმა სათვისტომომ “ქართული სახლი” აღნიშნა სოხუმის  და აფხაზეთის ტრაგედიის 25 წლისთავი.  25 წლის წინ,  1993 წლი 27 სექტემბერს,  ქართველებმა სოხუმი  იძულებით დატოვეს.

» ვრცლად

შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

 

15 აგვისტოს, ესტონეთში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით შედგა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და ესტონეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განვიხილეთ ესტონეთის ქართული სათვისტომოს აქტივობები და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შევთანხმდით რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება

სტატია ესტონურ ონ-ლაინ გამოცემაში

 

ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი ონ-ლაინ გამოცემა ესტონეთზე “Estonian World”, რომელიც მსოფლის 200-ზე მეტ ქვეყანაში იკითხება. დღევანდელ ნომერში სტატია ესტონეთის ქართულ სათვისტომოზე

http://estonianworld.com/life/georgian-community-thrives-in-estonia/

 

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

2018 წლის 26 მაისს, ესტონეთში ქართულმა სათვისტომო ორგანიზაციამ “ქართული სახლი” იზეიმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ესტონეთის კულტურის სამინისტროსა და ინტეგრაციული ფონდის მიერ.

» ვრცლად

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიება

 

წელს 26 მაისს  სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესტონეთში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართული სახლი” გეგმავს საზეიმო ღონისძიების ჩატარებას ქ.ტალინში, ა.წ 26 მაისს.

» ვრცლად

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან

 

11-14 აპრილს ტალინს სტუმრობდა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები ესტონეთში ქართული დიასპორული ასოციაციის, “ქართული სახლი”-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.  » ვრცლად

“ქართული სახლი”-ს საერთო კრება

 

31 მარტს ჩატარდა ქართული სათვისტომო ორგანიზაცია “ქართული სახლი”-ს საერთო კრება.  ორგანიზაციამ მიიღო საბაზისო დაფინანსება მომავალ 3 წლისათვის ესტონეთის ინტეგრაციის ფონდიდან.  კრებაზე განხილული იქნა ამ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები.

» ვრცლად

ამხანაგური მატჩი ფეხბურთში

 

 

შაბათს, 17 მარტს, ესტონეთის ქართული სათვისტომოს საფეხბურთო გუნდმა ჩაატარა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.  ჩვენი გუნდის მეტოქე იყო შვედეთის სავაჭრო პალატის გუნდი.  დაძაბული შეხვედრა დამთავრდა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 10-6.  » ვრცლად

სტუმრად რადიო 4-ში.

 

ესტონეთის რადიო 4 – ს გადაცემა მიეძღვნა ქართულ კულტურას და დამწერლობას

გადაცემა ქართულ კულტურაზე