ესტონეთში ქართული სათვისტომოს საიუბილეო საღამო

 

წელს სრულდება 20 წელი, ესტონეთში ქართული სათვისტომოს დაარსებიდან.  ამასთან დაკავშირებით გადაწყდა გაიმართოს საზეიმო საღამო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად თვალს გადავავლებთ განვლილ წლებს და ვისაუბრებთ მომავალზე.  ღონისძიების ბოლოს გაიმართება საზეიმო კონცერტი და მიღება.  ღონისძიება გაიმართება ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.

 

შეხვედრა ტარტუში

 

4 ნოემბერს დაგეგმილია “ქართული სახლი”-ს გამგეობის გასვლითი სხდომა ქალაქ ტარტუში.  შეხვედრის მიზანია იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა, მათთვის “ქართული სახლი”-ს მუშაობის გაცნობა და ადგილობრივი ორგანიზაციის შესაძლო ჩამოყალიბების განხილვა.  შეხვედრა შედგება პირველ საათზე, პუშკინის სახლობის სკოლის სააქტო დარბაზში

“ქართული სახლი” -ს ჭერქვეშ იხსნება ახალი საკვირაო სკოლა

 

ტალინში “ქართულ სახლთან” შეიქმნა ახალი ქართული საკვირაო სკოლა “მზიური”.
სკოლის მუშაობის მიზანია: მშობლიური ენის, ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის,ქართული ტრადიციების და ქართული ტრადიციული ცეკვების შესწავლა. მოწვეული გვყავს ცეკვის მასწავლებელი.
» ვრცლად

ღონისძიება ტარტუში

 

ესტონეთის კულტურის სამინისტრო და ინტეგრაციის ფონდი ეპატიჟება ჩვენი ორგანიზაციის 2-3 წარმომადგენელს მიიღოს მონაწილეობა შეხვედრაში ესტონეთის სხვა ქოლგა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მოღვაწოებენ კულტურისა და განათლების სფეროში

ღონისძიება გაიმართება 18 აგვისტოს, ტარტუში, ესტონეთის ეროვნული მუზეუმში » ვრცლად

ტურნირი ბოულინგში

 

ა.წ 23 აპრილს, ქ.ტალინში, როკ ალ-მარეს ბოულინგ ცენტრში, შედგება “ქართული სახლი”-ს პირველი ტურნირი ბოულინგში.

http://uus.almarebowling.ee/

 

“ქართული სახლი” ესტონეთის ქალთა კვლევისა და რესურს-ცენტრის 20 წლის იუბილეს კონფერენციის ერთ-ერთი ხელშემწყობი გახდა

 

“ქართული სახლი” ესტონეთის ქალთა კვლევისა და რესურს-ცენტრის 20 წლის იუბილეს კონფერენციის ერთ-ერთი ხელშემწყობი გახდა. კონფერენცია იმართება ქალაქ ტალინში, 27-28 აპრილს.

ესტონეთის ქალთა კვლევისა და რესურსების ცენტრი (ENUT) არის ესტონეთის წამყავნი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის ცხოვრების ყველა სფეროში.

თბილისში ხელი მოეწერა ესტონეთსა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის პროგრმამას

 

დღეს თბილისში,   ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  შორის თანამშრომლობის პროგრამას  მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ესტონეთის კულტურის მინისტრმა ინდრეკ საარმა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ

დედის დღის აღნიშვნა

 

4 მარტს, ქართულმა სათვისტომო ორგანიზაციამ ესტონეთში, “ქართული სახლი”, აღნიშნა დედის დღე.  დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა.

 

ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „Tourest 2017“

 

10-12 თებერვალს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ესტონეთში, ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2017“ წარადგენს.

» ვრცლად

“ქართული სახლი”-ს წლის შემაჯამებელი კრება

“ქართული სახლი’-ს წლის შემაჯამებელი კრება შედგება 2016 წლის 10 დეკემბერს, 14.30 ზე.  კრება შედგება ოისმაეს გიმნაზიაში, მისამართი Oismae tee 50.

კრების დღის წესრიგი » ვრცლად